მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ უკვე მე-7 წელია ხორციელდება პროექტი - „განათლება საზღვრებს გარეშე“. პროექტის ფარგლებში, სკოლა დამეგობრებულია ევროპის ხუთი სახელმწიფოს - პოლონეთის, ლატვიის, სლოვაკეთის, უკრაინისა და მოლდავეთის, ხუთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8-14 აპრილის ჩათვლით, სკოლამ უმასპინძლა ლატვიის ქალაქ დაუგავპილსის ტექნოლოგიებისა და ტურიზმის პროფესიული სასწავლებლიდან დელეგაციას.
დელეგაცია შედგებოდა სასწავლებლის დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და ოთხი მასწავლებლისაგან.
Erasmus+ პროექტის, „პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება მომავალ განათლებაში“, ფარგლებში დელეგაცია გაეცნო საქართველოს განათლების სისტემას და სკოლის საზოგადოებას გააცნო ლატვიის განათლების სისტემა.
ვიზიტის პირველ დღეს სკოლის მოსწავლეები ჩვეული სტუმართმოყვარეობით შეეგებენ ევროპელ სტუმრებს. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დაწყებითი კლასის მასწავლებლები - თამარ ღვინჯილია, ირმა ჭიჭინაძე და ხათუნა ავალიანი. მათ თავიანთი კრეატიულობით და გულთბილი შეხვედრით მოხიბლეს სტუმრები.
სკოლაში გაიმართა კონფერენცია პარტნიორული ურთიერთობის თაობაზე. კონფერენციაზე ორივე მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია საკუთარი სასწავლებლის შესახებ.
მეორე პრეზენტაცია მხარეებმა წარმოადგინეს სახელწოდებით - „ევროკავშირის როლი ქვეყნის განვითარებაში“.
სტუმრებმა აღწერეს თუ როგორ იმოქმედა ევროკავშირის წევრობამ ლატვიის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე, სკოლა „ორნატმა“ კი წარმოადგინა პრეზენტაცია თუ რა მოლოდინები აქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის წევრობისგან.
„ჩვენი სკოლის პრეზენტაციები მოამზადეს სკოლის მოსწავლეებმა და წამოადგინა ინგლისური ენის პედაგოგმა - მარიამ სულაქველიძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სკოლის პედაგოგები ასევე მოსწავლეებიც. ორივე მხარემ მზადყოფნა გამოაცხადა პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებისათვის“,- გვიყვებიან სკოლაში.
სკოლაში ასევე გაიმართა ღვინის ფესტივალი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაილი კუპატაძე. მოსწავლეებმა სტუმრებს ინგლისურ ენაზე წარუდგინეს პრეზენტაცია ქართული ვაზის და ღვინის შესახებ. ისინი ნაციონალური სამოსით და შეეგებნენ სტუმრებს და კდემამოსილი ქართული ცეკვაც უჩვენეს.
„დღის დასასრულს ჩვენი სკოლის მოსწავლეების - ლიზი და ზაზა წითელაშვილის ოჯახმა ევროპელ სტუმრებს დაათვალიერებინა ღვინის მარანი და ტრადიციულად უმასპინძლა “,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“