მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამოქალაქო კლუბის, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის (ე.ლიპარტელიანი, შ.გუბელაძე.), ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის (ნ.მანაგაძე) წევრები სასწავლო ვიზიტით მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში იმყოფებოდნენ.
მათ სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ - ლევან ნუცუბიძემ, მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ - მელანო შალამბერიძემ, სენაკის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა - შალვა კაჭარავამ უმასპინძლათ. აღსანიშნავია, რომ ადგილზე სასამართლო პროცესები განიხილეს.
„საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად, პროექტის მხარდაჭერისთვისა და ვიზიტის დაგეგმვაში დახმარებითსვის, მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ქალბატონ ლია ჩიხლაძეს.
არაფორმალური განათლება - მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილია, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას. არაფორმალური განათლება გამოიყენება ფორმალური, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა არსებული განათლებისათვის, რომლის ამოცანაც მოსწავლის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება და მათთვის 21-ე საუკუნისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა“,- ამბობენ სკოლაში.
აქტივობები ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა“