მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ყვარელს სტუმრობს.
ამ წუთებში, ყვარლის კულტურის სახლში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ყვარლის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
შეჯიბრის მონაწილეებს გულშემატკივრები ამხნევებენ.
ღონისძიებას ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ''ეტალონის'' წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, ყვარლის სკოლის დირექტორებს შეხვდა, სადაც განიხილეს "ეტალონის" სამომავლო გეგმები და ისაუბრეს განათლების ზოგად საკითხებზე.
საქართველოს ჰიმნი ''ეტალონის'' მონაწილეების შესრულებით
მ წუთებში, ''ყვარლის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.