მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა აქტიურად. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
„ამჯერად, საინტერესო აქტივობებით - ფაზლებით კიდევ ერთ ლამაზი დღე აჩუქეს ერთმანეთს მეორეკლასელებმა, რომელთა მასწავლებელი თეონა კვიციანი გახლავთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათთან ერთად, ამ დღის აღნიშვნას, პედაგოგ მარი სიხარულიძის ხელმძღვანელობით მესამეკლასელებიც შეუერთდნენ.
ბავშვებმა თემატური ნახატები შექმნეს და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კერძო სკოლა „ცოდნაში“ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა