მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ზრდიან, ბუნების სიყვარულს უნერგავენ და მოუწოდებენ, რომ იზრუნონ ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაზე.
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში.
დედამიწის დღეს დაუკავშირეს თავისი აქტივობა XI კლასის მოსწავლეებმა. ქართული ენის მასწავლებელთან, სოფიო კაშმაძესთან, ერთად 18 აპრილს დაასუფთავეს სკოლის ეზო, მოაგროვეს ნაგავი და გადაყარეს.
მოსწავლეებმა, წინასწარ მომზადებული პოსტერებითა და გარემოსდაცვითი აქტივობით მოუწოდეს თანატოლებს, მოუფრთხილდნენ გარემოს და იზრუნონ სისუფთავეზე.
მოსწავლეების საქციელი დანარჩენებისთვისაც სამაგალითო იყო, მათ სხვა კლასების მოსწავლეებმაც მიბაძეს და 22 აპრილს ერთობლივად დაასუფთავეს სკოლის შენობა, ასე გაამყარეს თავიანთი ცოდნა მდგრადი განვითარების შესახებ და გადაიტანეს პრაქტიკულ ქცევაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც