მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს, შექმნეს პლაკატები მინაწერით: „გადავარჩინოთ დედამიწა“, „ჩვენ დედამიწის მეგობრები ვართ“, „ჩვენ, ყველა ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას“.
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება.
აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოფრთხილება სჭირდება და ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს ფერადი, ჯადოსნური სიტყვების პოსტერი