მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ორიგინალურად აღინიშნა.
22 აპრილის დილა, როგორც სკოლაში გვიყვებიან კვლავ უჩვეულოდ დაიწყო. V კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მ.ალხანაშვილი გახლავთ, რადიო გადაცემის - „ჩემი ხმა ყველას“ საშუალებით, სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს შეახსენეს, რომ ჩვენ საერთო სახლი გვაქვს, რომ ამ სახლს დედამიწა ჰქვია და მას მოფრთხილება და შველა სჭირდება.
გადაცემის წამყვანებმა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად გააჟღერეს მოწოდებები: „ერთი საათი გამოვრთოთ ელექტროენერგია და დავასვენოთ დედამიწა!“ „ერთი დღე ავტომობილის გარეშე!“ „ერთად გადავავლოთ თვალი დედამიწის სარჩელს და ერთად ვიზრუნოთ მასზე!“
აღსანიშნავია, რომ VIII კლასის მოსწავლე გაგა გოჩიტაშვილი, ამ დღეს, საკუთარი ლექსით მოეფერა დედამიწას.
გადაცემის ბოლოს V კლასელებმა პედაგოგებს გადასცეს მშობლების დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ხელჩანთები.
„24 აპრილს V კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის მ.ალხანაშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ისევ გააგრძელეს ეს დღე დედამიწის მოფერებით და დასუფთავებით სლოგანით „ყველა დღე დედამიწისა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მახლობლად არსებული ნაძვების ტყე-პარკი. გასვლით ღონისძიებას შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა. დასუფთავების დროს მოსწავლეები ცდილობდნენ ნარჩენების ერთმანეთისგან გარჩევას, რომელი დააბინძურებდა გარემოს და რომელი იქნებოდა ბუნებრივი სასუქი.
„მადლობას ვუხდით V კლასის მოსწავლეებს ამ საინტერესო ინიციატივისთვის და აქტივობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც