მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად ყოველი წლის 23 აპრილს უილიამ შექსპირის საღამო ტარდება, რომელიც მის იუბილეს ეძღვნება.
ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი.
ამ ღონისძიებისთვის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მოემზადნენ. მათ შეისწავლეს სონეტები, რომლებიც ინტონაციურად და მხატვრულად შეასრულეს. ბავშვებმა, ასევე შეაგროვეს ბიოგრაფიული მონაცემები და წარმოადგინეს PowerPoint-ით პრეზენტაციის სახით.
საგნის მასწავლებლები: თამილა დუმბაძე და ინგა რიონიძე არიან.
„ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს სამეტყველო უნარებს, ისინი ეცნობიან მსოფლიო ლიტერატურას, რაც წარუშლელი რჩება მათ გონებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
წახალისების მიზნით მოსწავლეებს შესაბამისი ნომინაციით გადაეცათ სიგელები, რამაც ძალიან გაახალისა ისინი.
უილიამ შექსპირი ( William Shakespeare) ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც