მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარლგებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ -ამ ხავერდოვანი სიტყვების სულისკვეთებით გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ეთერ შაქარიშვილის ხელმძღვანელობით.
„სამი ღვთაებრივი სიტყვა: მამული, ენა, სარწმუნოება იყო მთავარი თემა, რომელმაც გააერთიანა ღონისძიებაზე წარმოდგენილი ლექსი, სიტყვა და მუსიკა.
მოსწავლეებმა, სკოლაში, წარმადგინეს ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების ისტორია ფარნავაზიდან დღემდე. ხოტბა შეასხეს დიდი თამარის, დავითის, რუსთაველის, ილიას, აკაკის, სულხან-საბას ენას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღფრთოვანება გამოიწვია მონაწილეთა წაკითხულმა ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის ლექსებმა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მადლობა და სიყვარული დაიმსახურეს მოსწავლეებმა: ნათია ესელიძემ, ლიზი ჟიჟავაძემ, თათია მესხიძემ, ანუკი ემირიძემ, ანანო ემირიძემ, ელენე ხინიკაძემ, ელენე ტაკიძემ, ანა ირემაძემ, მარი მოწყობილმა და ბაია მეგრელიძემ.
საოცრად წარმოდგენილმა საღამომ ემოციის გარეშე არ დატოვა სკოლის დირექტორი რევაზ ბასილაძე, პედაგოგები და მშობლები. აღნიშნულ დღეს, მათი მხრიდან იყო ბევრი ცრემლი.
კვირეულის ფარგლებში, ცალკეულ კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მასში მონაწილეობდნენ VI-XI კლასების მოსწავლეები ( ხელმძღვანელები: ნაირა ჟიჟავაძე, გული მესხიძე, დალი ჯაში, მარინა თხილაიშვილი, მზია თხილაიშვილი), გამოვლინდნენ გამარჯვებულები კლასების მიხედვით: I ადგილი დაიმსახურეს მოსწავლეებმა: კატო კალანდიამ (II კლასი), დათა მოწყობილმა (III კლასი), ანამარია ჯაფარიძემ ( IV კლასი), ანა მესხიძემ ( VIII კლასი); II ადგილის მფლობელი გახდნენ მოსწავლეები: ნუცა მგელაძე (II კლასი), ანუკი ელიაძე (III კლასი), ნინი ბლადაძე (IV კლასი), ელენე კვინიკაძე (VIII კლასი) და ლიზი ჟიჟავაძე (XI კლასი) ; III ადგილზე კი მოსწავლეები: გეგა ხინიკაძე და სანდრო ანთაძე (II კლასი), ლიზი ირემაძე (III კლასი), სანდრო ემირიძე (IV კლასი), გვანცა ჩახვაძე და ელენე კახაძე (VI კლასი),ანა ჩხაიძე ( VIII კლასი) გავიდნენ.
VI კლასში (მასწავლებელი ინგა მიქელაძე) და VII-XI კლასებში (მასწავლებელი ნაირა ჟიჟავაძე), ასევე გაკვეთილი სახელწოდებით, „ქართული ქართველთ რწმენაა“ ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, ასევე გაიმართა II-III კლასების მოსწავლეების მონაწილეობით „გაზაფხულისა და სიყვარულის ზეიმი“ მოწოდებით: „სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს!“ ( ხელმძღვანელები: დალი ჯაში, მარინა თხილაიშვილი).
„ღონისძიება მომზადდა მშობელთა აქტიური ჩართულობით, განსაკუთრებით მაია ჯინჭარაძისა, რომელმაც თავისი შემოქმედებითობით გაამრავალფეროვნა და ულამაზესი გახადა იგი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც