მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში, საინტერესო საინფორმაციო შეხვედრები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლას, ინგლისური ენის მასწავლებლის - ასმათი დათიაშვილის ინიციატივით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელი ტრენერ-მასწავლებელი პოლ ტიუკი ესტუმრა.
სტუმარმა საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარა ინტერაქტიული ვორქშოფი, რომლის მიზანი მოსწავლეებში ლაპარაკის უნარების განვითარება იყო.
შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში, ისაუბრეს სამიზნე ენაზე და განიმტკიცეს საუბრის უნარები.
„ბატონმა პოლმა ისაუბრა საინფორმაციო, საპრეზენტაციო მასალების სწორად და ეფექტურად გამოყენების შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნულ ვორქშოფს ასევე ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც