მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა გაიხსენეს ის მძიმე მოვლენები, როცა ოსმანთა იმპერიის მიერ 1915 წლის 24 აპრილს სომეხი ერის გენოციდი მოხდა და აღნიშნეს, რომ ტრაგედიიდან 109-ე წელია გასული.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ემოციური მუსიკალური ნომრები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად მოსწავლეებმა აანთეს სანთლები სოფელ ხავეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში და გაიხსენეს მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელიც გენოციდს შეეწირა.
ღონისძიებში VI-XII კლასების მოსწავლეები მონაწილებდნენ და მას დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ყველა მონაწილეს აქტიურობისა და სინტერესო ღონისძიებებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც