მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგთა პროფესიული ზრდა-განვითარება დაფასებულია.
ხელმძღვანელები ზრუნავენ პედაგოგთა წახალისებასა და მოტივაციაზე. ამის ნათელი მაგალითია, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მასწავლებლები სტატუსის დანამატს მიიღებენ.
ხელმძღვანელობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკვე პირველი მაისიდან ამოქმედდება და გიმნაზიაში დასაქმებულ ყველა სტატუსიან პედაგოგს შეეხება. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ამჟამად გიმნაზიაში 17 უფროსი და ორი წამყვანი მასწავლებელია.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მეუფე მელქისედეკს მადლობას უხდის ამ გადაწყვეტილებისთვის, მასწავლებლებს ახარებთ, რომ მათი შრომა დაფასებულია და სკოლის ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს, რათა სრულყოფილი სასაწავლო გარემო შეიქმნას არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც