მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო, მათ სურვილებს მორგებული ინიციატივების შეთავაზებას.
სწორედ ამის დასტურია სასკოლო პროექტი - „ვეცნობით ქართველ მხატვრებს“, რომლის მიზანია ქართველი მხატვრების გაცნობა, შესწავლა და პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, რომ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი: მე-5ა, მე-6ა,ბ, მე-9ა,ბ და მე-10ა,ბ კლასების მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გასული საუკუნისა და თანამედროვე მხატვართა ბიოგრაფიებსა და შემოქმედებას. უყურეს ბიოგრაფიულ - დოკუმენტურ ფილმებს. ასევე შექმნეს ნახატი, რომელიც შთაგონებული იყო ქართველი მხატვრების ნამუშევრებით. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართველ მხატვრებზე მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები.
მე-5ა კლასი, დამრიგებელთან, ირინა დათუკიშვილთან ერთად, ეწვია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, სადაც მოსწავლეებმა ფერწერული ტილოების აღწერა ანალიზისთვის გამოიყენეს ხელოვნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.
მე-10ა და მე-10ბ კლასი კი გაეცნო ყვარელში მცხოვრებ თანამედროვე მხატვრებს. თვითნასწავლი მხატვარი თამარ ჯავარაშვილისა და მხატვარ ბეჟან კობიაშვილის შემოქმედებას, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახელოსნოში წარმოდგენილი ნამუშევრები, ისაუბრეს ხელოვნებაზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელოვნების მასწავლებელი ანა ანდრიაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვოდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც