სიახლეები
სკოლები

ჩხაკოურის საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდა  
29-04-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან.

22 აპრილს, სკოლის ეკოკლუბელები, ჩოხატაურის მერიის ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციას, სახელწოდებით - „დედამიწისთვის“, შეუერთდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინიციატივის მიზანი იყო აქციაში ჩაერთოთ მუნიციპალიტეტში არსებული სკოლები, რომლებიც შეაგროვებდნენ მაკულატურას.

ჩხაკოურას საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა შეაგროვეს გარკვეული რაოდენობის მაკულატურა, რომლის ტრანსპორტირება უზრუნველყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ სკოლას გადაეცა ოთხი ცალი წიგნი, კლასგარეშე ლიტერატურა, რომელიც ეკოკლუბელების სახელით სამახსოვროდ  გადაეცა ჩხაკოურას საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.

კლუბის წევრებმა დანარჩენ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს აღნიშნული ლიტერატურა. აღნიშნული აქციით კიდევ უფრო მეტად გაამრავალფეროვნეს ეკოკლუბელებმა სკოლის ბიბლიოთეკა, რომელზეც ხელი მიუწვდება სასკოლო საზოგადოებასა და თითოეულ ბავშვს.

„მსგავსი აქტივობების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა გავუფრთხილდეთ ტყეს. პატარაობიდანვე სწავლობდეს ბავშვი ტყის მოვლასა და გაფრთხილებას. ასეთ აქტივობებში ჩართვა უღვივებს ბავშვს, როგორც გარემოზე ზრუნვის სურვილს, ასევე, წიგნის კითხვის ინტერესსაც უჩენს. თუნდაც გადარჩენილი ერთი ძირი ხე, ხვალინდელი ჯანსაღი სამყაროს საწინდარია“, - აღინიშნა სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ჩართულობას ხელმძღვანელოდა პედაგოგი ნათელა ირემაძე. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება