მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრები, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საბჭოს წევრებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების, ასევე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების გაცნობა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი, პროფესიული და ეთიკური ნორმები, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კონტექსტში.
ამ ტიპის სამუშაო შეხვედრების მიზანია საკანონმდებლო ბაზის, სტანდარტებისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების გაცნობა და შეფასების ერთიან პრინციპებზე შეთანხმება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ