მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა მისცენ, არამედ განუვითარონ კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობისა და შეფასების უნარები.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მე-11ბ კლასის მოსწავლეთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც სასამართლო დარბაზში გაიმართა და რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა ლიტერატურულ პერსონაჟებს სხვა რაკურსით შეხედეს და მათი ქმედებები სამართლებრივ ჭრილში გაიაზრეს.
იმიტირებული სასამართლო პროცესის თემა იყო - „ხევში ჩადენილი მკვლელობის საქმე“, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ მიხედვით და მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე ხელმძღვანელობდა.
პროცესი სრულყოფილად წარიმართა, იყო მოსამართლე, იყვნენ დამცველები, მოწმეები, იყო პროკურორი, თუმცა არ იყვნენ ბრალდებულები.
მოსწავლეთა ვერდიქტი კი ასეთი იყო: განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! - ბრძანა „მოსამართლემ“ და პროცესი დასრულდა... თუმცა, განაჩენი უკვე გამოიტანა და მთელი სისასტიკით დასაჯა შვილიც და საკუთარი თავიც დიდმა ხევისბერმა.
„განცვიფრებული აუდიტორია... მოხდენილად განაწილებული როლები, საოცარი სიზუსტით მორგებული და შესრულებული ... მადლობა, მეთერთმეტეკლასელებო და მადლობა, ქალბატონო ნუნუ!...
არაჩვეულებრივი „სასამართლო პროცესი“, საოცრად მორგებული როლები, ბავშვების თვალით დანახული ადათ-წესებს შეწირული მამა-შვილობა, აკრძალული სიყვარული და „ვერდიქტი“: „ეს ნაწარმოები თაობებმა გამოვიყენოთ, რათა ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე, გავითვალისწინოთ რა შეიძლება მოჰყვეს ყმაწვილკაცობაში ჩადენილ შეცდომებს...“, - ასე შეაფასეს სკოლაში იმიტირებული წარმოდგენა, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც