მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობენ.
ამჯერად, სკოლის ეზოში, მე-6 კლასის მოსწავლის გიორგი თუთისანის ნახატების გამოფენა მოეწყო.
„დღეს სკოლის ეზო საოცრად ლამაზი და უჩვეულო გახლდათ. დილიდანვე, მე-6 კლასის მოსწავლის გიორგი თუთისანის ნახატების გამოფენით დამშვენებული სივრცე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევდა ეხილა ქართველი მწერლებისა თუ პოეტების პორტრეტები“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილების დასასრულს კი, ეზოში, კლასის დამრიგებლის - თამარ ჯიშკარიანის ინიციატივითა და მოსწავლის თანაკლასელების მონაწილეობით სიურპრიზი მოეწყო.
როგორც გვიყვებიან, მოსწავლის სიყვარულით შექმნილი თითოეული მწერლისა თუ პოეტის პორტრეტების დათვალიერებისას ქართული ჰანგების ფონზე მე-6 კლასელებმა წაიკითხეს საყვარელი პოეტების ლექსები.
„სკოლის დირექციის, კლასის ხელმძღვანელისა და თანაკლასელების მხარდაჭერით გამართული ღონისძიება გიორგისათვის იქნება მეგობრობის, თანადგომისა და ურთიერთპატივისცემის გამოვლინების ყველაზე დიდი მაგალითი“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ გიორგი თუთისანი სამხატვრო სკოლის მოსწავლეცაა და ძალიან ბევრი, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევარი აქვს.
სასკოლო საზოგადოება მას შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც