მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
ამის დასტურია, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო კვირეული, რომელიც სკოლაში გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ: მე- 5, მე-6, მე-8, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შექმნეს პლაკატი და დახატეს ნახატები. მათ ასევე დაურიგდათ კითხვარი „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი“, რომლის მიზანი იყო იმის ჩვენება თუ რა კვალს ტოვებს ადამიანი გარემოში.
კვირეულის ფარგლებში, ასევე მოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება, სადაც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც იყვნენ ჩართული.
ბავშვებმა დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები ნარჩენების გარემოში ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
ბოლოს, დასკვნითი ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია დედამიწაზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და საფრხეებზე, ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე. ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდა ლექსები, მონოლოგი „დედამიწის ჩივილი“.
„აღნიშნული კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდა და გარემოსადმი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება“, - აღიშნავენ სკოლაში.
კვირეულისა და ღონისძიების ორგანიზატორი დარჩიძეების სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ციური აბაშიძე გახლდათ.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც