მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს, რომ საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ ამას მათი არაერთი ინიციატივა მოწმობს, მათ შორისაა - Food Project.
აღნიშნული პროექტი VIIა და VIIბ კლასში, მასწავლებლის ეკა ბაკურაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის პოპულარული კერძების გაცნობას.
თემის ირგვლივ, ბავშვებმა ისაუბრეს, როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად. წარდგენის დასასრულს თითოეულმა გუნდმა მოამზადა თავიანთი არჩეული ჯანსაღი სალათი და გაასინჯეს მასწავლებლებს, რომლებიც ჟიურის წევრებად იყვნენ მოწვეულნი.
პედაგოგი მადლობას უხდის მოსწავლეებს ჩართულობის და ლია ჭავჭავაძის მუზეუმს მასპინძლობისთვის.
„დიდი მადლობა ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ყვარელში მასპინძლობისთვის, ბავშვებს მონდომებისთვის და აქტიურობისთვის“,-აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც