მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნაში“ დირექტორ ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-მასწავლებლები ღირსშესანიშნავ თარიღებს არასდროს ტოვებენ ყურადღების მიღმა. დიდი ხალისით ერთვებიან სამივე საფეხურის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში.
„ცოდნას“ გამორჩეული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავენ თავიანთი აღსაზრდელების წინსვლასა და განვითარებაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გარესასკოლო აქტივობებს, გასვლით სასწავლო-შემეცნებით ღონისძიებებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის.
14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს.
კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები ამ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით ეფერებიან მშობლიურ, სიტყვაქარგულ ქართულ ენას...
„ცოდნა“ ტრადიციულად წელსაც შეუერთდა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს:
I-II-III-კლასელებმა მოინახულეს დედაენის ძეგლი, შეამკეს ყვავილებით, წაიკითხეს ლექსები დედაენაზე; შექმნეს პოსტერები, ნახატები და ვიდეორგოლები (მასწავლებლები: მედეია ბოლქვაძე ,ნინი წერელოვი, ლია ბაზაძე, თიკო ბლიაძე);
მესამეკლასელები ეწვივნენ ხელოვნების სასახლეს და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - „ქართული ანბანის საიდუმლო“ (მასწავლებლები თამარ გოზალიშვილი, ეკა თევზაძე);
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მასტერკლასზე კი მეორეკლასელებმა საყვარელი სიტყვის, ფრაზის თუ სტრიქონების საკუთარი კალიგრაფიული ვერსიები შექმნეს ( მასწავლებლები : ქეთი დურგლიშვილი ,ირინა დოლიძე). ასევე მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი დაწყებით საფეხურზე (კათედრის ხელმძღვანელი თაკო ოქრიაშვილი), მოსწავლეთა ნამუშევრები კი გამოიფინა სკოლაში.
„დედაენის, ჩვენი კულტურის, მწერლობის დაცვა და მოფრთხილება ზოგადი განათლების უმთავრესი მიზანია - „ენა დედაა ერისა“, - ამ სულისკვეთებით იზრდებიან „ცოდნელები“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც