მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის სკოლის იდეატორთა კლუბის წევრებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
10 აპრილს, პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრები ეწვივნენ ეთნოსოფელ „სისატურას“, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ადგილს, სადაც ნამდვილად სულის სიმშვიდეს ჰპოვებს ადამიანი.
„ეზოში შესვლისთანავე ჩვენს თვალწინ გადაიშალა ლამაზად შემოღობილი, თვალწარმტაცი კარ-მიდამო ძველი სამეგრელოსთვის დამახასიათებელი ელემენტებით: ფიცრული ოდა-სახლი უნიკალური საყოფაცხოვრებო ნივთებით, ფაცხა, საუკუნეების წინანდელი წისქვილი საინტერესო წარწერებით, ხელოვნური ტბა, სადაც შესაძლებელია ნავითაც გასეირნება“, - ემოციები, რომლითაც აივსნენ მოსწავლეები და მათთვის ეს დღე დაუვიწყარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლებს არაჩვეულებრივი გიდობა გაუწიეს მასპინძლებმა: მარიკა თოდუამ და ენრი ჭითანავამ, რისთვისაც სკოლაში მათ მადლობას უხდიან და ბევრი საინტერესო ადამიანის სტუმრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც