მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობენ, ამჯერად მოსწავლეები სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარდგნენ და საზოგადოებას თავიანთი იდეა გააცნეს.
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი-2024-ზე, სკოლამ წარადგინა პროექტი - „ჩავიხედოთ მოლეკულების სამყაროში“, რომლის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით.
აღსანიშნავია, რომ პირველად ფორუმზე პრეზენტაცია წარადგინეს მოსწავლეებმა - თამარ ჯინჭარაძემ, თეკლა კეშელავამ და მარი გობაძემ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს აღნიშნული პროექტი, რამდენიმე კერძო სექტორის წარმომადგენელი დაინტერესდა პროექტით და მიიღეს დაპირება სამომავლოდ თანამშრომლობისთვის.
ქვენობნის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენლებს და ბიზნესსექტორს, რომელმაც მისცა შესაძლებლობა იდეები ფართო საზოგადოებისათვის გაეზიარებინა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც