მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, II გ კლასში, რომლის დამრიგებელი იზა შავგულიძე გახლავთ, მათემატიკური პროექტი - „გეომეტრიული ხე“ წარმატებით განხორციელდა.
მოსწავლეებმა შეაგროვეს სხვადასხვა შესაფუთი მასალების ის ნარჩენები, რომლებშიც ამოიცნეს სივრცითი გეომეტრიული ფიგურები, ლამაზად შეღებეს და შექმნეს პატრიკ შადენის დეკორაცია „გეომეტრიული ხე“.
თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ახასიათებდა როგორც მის მიერ დამზადებულ გეომეტრიულ ფიგურას, ასევე შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ ფიგურას.
„ისინი პასუხების დაზუსტებაშიც კი ეცილებიოდნენ ერთმანეთს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეთა შექმნილი რესურსი - პატრიკ შადენის „გეომეტრიული ხე“, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საკლასო ოთახის დეკორაციული მშვენება და თანატოლებისთვის საინტერესო სასწავლო რესურსი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც