მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრები თვითმმართველობის გუნდთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში „გლობალური მოქმედების დღეები“, რომელიც გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ბავშვები აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს მონდომებით მართავენ.
ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა სკოლის შიდა სივრცის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. მოსწავლეებმა სხვადასხვა კლასებიდან შეაგროვეს უსარგებლო ქაღალდი, პლასმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და შესაბამის ადგილებზე განათავსეს. ასევე დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
გლობალური მოქმედების დღეები 22 აპრილს დაიწყო 3 მაისამდე გრძელდება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ეკოკლუბის და თვითმმართველობის გუნდის პროექტში - „გლობალური მოქმედების დღეები“ ჩართვის მიზანია დადებითი ზეგავლენის მოხდენა და კლიმატის პრობლემებზე მუშაობა, სხვების მოტივირება და პროცესში ჩართვა, რათა იმოქმედონ კლიმატის სასარგებლოდ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც