მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად და ორიგინალურად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის V-VI კლასებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით, პროექტი „მოვუფრთხილდეთ დედამიწას“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა პროგრამებში: „scratch.mit“ და „tinkercad.com“ იმუშავეს.
„საინტერესო აღმოჩნდა 3D დიზაინში პროექტის განხორციელება, ერთი შეხედვით ვითომ მარტივი, მაგრამ სულაც არ იყო მარტივი დედამიწის აწყობა, ასევე დიალოგები დედამიწის შესახებ , კოდის/ალგორითმის ზუსტი თანმიმდევრული გაწერა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ნამუშევრები დიდი მონდომებითა და ინტერესით შექმნეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს.
„გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და მრავალი პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლა მოსწავლეთა ნამუშევრებს გვიზიარებს:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც