მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თეა მაქაცარიას ხელმძღვანელობით, ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე დახატეს თემატური ნახატები, პატარებმა მოსაზრებები გამოთქვეს საყვარელ პლანეტაზე, დაამზადეს პლაკატი სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ და აღნიშნეს, რომ მას მოფერება და სიყვარული სჭირდება.
მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს პოსტერები და გამოფინეს სკოლის კედლებზე.
დედამიწის დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ მე-4 კლასის მოსწავლეებიც, კლასის ხელმძღვანელ ირმა საჯაიასთან ერთად.
მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი - „დედამიწა ჩვენი სახლია“. მათ მასწავლებელი ესაუბრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. შემეცნებითი საუბრის მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება და მოსწავლეთა ინფორმირება მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების გზებზე.
მოსწავლეებმა დახატეს ნახატები და გააკრეს სკოლის კედლებზე, ჩაატარეს პრეზენტაცია რითაც კიდევ ერთხელ გაუგზავნეს გზავნილი თანატოლებს, რომ დაიცვან გარემო.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM)
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
სკოლის მასწავლებლები მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“