მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და დაცვა სჭირდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ (მასწავლებლები - ივეტა ხიდაშელი და ნინო კაპანაძე) განახორციელა აქტივობა - „ვინც დამიცავს, ვინც მომივლის, მე ვარ მისი დედამიწა“.
მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა და ისაუბრეს დედამიწის მოვლასა და დედამიწაზე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე.
დედამიწის დღე 22 აპრილს 1970 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
დედამიწის დღის დაფუძნებით, საფუძველი ჩაეყარა საზოგადოების ცნობიერების განვითარების იდეას, რადგან კლიმატის ცვლილებები აშკარაა, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის ბრძოლა კი ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. ცნობიერების ამაღლებასთან ერთად კი იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც