მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით, სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო გასვლით აქტივობებს ახორციელებენ.
ამჯერად, ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბელების ინიციატივით, რომელსაც შეუერთდნენ ეკოსკოლელები და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრები (ხემძღვანელები: მ.ქარდავა, ლ.ხვიჩავა და მ.არახამია) შედგა ვიზიტი ცაიშის მარწყვის პლანტაციებში.
მოსწავლეებმა ჩაწერეს ინტერვიუ ხილკენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის თავმჯდომარესთან, კომპანია „ნანას ბაღების“ დამფუძნებელ ჩხორიის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ ნანა ფიფიასთან, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ისაუბრა მარწყვის კულტურასა და მის განაშენიანებაზე, მარწყვის დარგვაზე, მის მოვლა-პატრონობაზე, სხვადასხვა ჯიშის გამოყვანაზე.
დასასრულს ბავშვებმა დააგემოვნეს მარწყვი.
ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ნანა ფიფიას გულთბილი მიღებისათვის.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც