მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსსა და პროექტში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ბავშვები პროექტში - „ქართული კალიგრაფია - 2024“ ჩაერთნენ მონდომებით.
აღნიშნული პროექტი ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდისა და წალენჯიხის რესურსცენტრის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კოლეჯ ცხუმ-ეგრისისა და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მხარდაჭერით, საგანმანათლებელო ცენტრის - მ.ე.ს (მამული, ენა, სარწმუნოება) შემუშავებული გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია ქართული ცნობიერების, ქართული ეროვნული ღირებულებების განვითარების ხელშეწყობა და სარწმუნოებრივი გრძნობების გაღვივება მომავალ თაობებში.
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ბერიშვილთან ერთად ქართულ ხელწერაში ივარჯიშეს.
კონკურსის დღეს 6-7 აპრილს, კონკურსანტებს ადგილზე მიეცათ დავალება- ნაბეჭდი ტექსტის ხელით გადაწერა, სადაც აფხახეთის N14 სკოლის მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
14 აპრილს, დედაენის დღეს სკოლის მოსწავლეებს კალიგრაფიული ნაშრომისა და კონკურსში „ქართული კალიგრაფია 2024“ აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
სკოლაში მადლობას უხდიან კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს: დიანა ზანძავას, საკო შარიას, ნუციკო შამათავას, ლიზი ჯინჯოლიას, ელიზაბედ ესართიას, გიორგი დუმბაძეს, ომარ კვიტიას, მარიამ ანთიას, ნიაკო შამათავას, ნია აკობიას, თამარ ფეტელავას, ლიზი ძანზავასა და ელენე ხარჩილავას.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებას სკოლაში ყოველთვის მხარს უჭერენ და ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც