სიახლეები
სკოლები

მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო პროცესი ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში
29-04-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო აქტივობითაა დატვირთული. 

ამ მხრივ, გამონაკლისი არც აპრილი ყოფილა. სკოლაში დედაენისა და დედამიწის დღეები თემატურიად აღინიშნა.

დედაენის დღე სასკოლო საზოგადოებას მეექვსეკლასელებმა ლამაზი აქტივობით მიულოცეს. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ნამუშევრები მოამზადეს, ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, კედლის გაზეთები დაამზადეს და სასკოლო სივრცეში გამოფინეს.

გარდა ამისა, ქართული ენის დღეს მიეძღვნა ასევე ესეების კონკურსი - „ვინ უკეთ წერს“. მასში 15 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი - მარიამ კინწურაშვილმა (XI კლასი), მეორე ადგილი - ვალერი წიწილაშვილმა (IX კლასი), მესამე ადგილი - მარიამ სიმსივემ (VII კლასი) დაიკავეს. კონკურსი შემოქმედებით და საინტერესო იყო. მონაწილეები სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კვირეული - „დედამიწა ჩვენი სახლია“ მოეწყო. მის ფარგლებში, l-Xl -კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, დარგეს ყვავილები და ხეხილი. გაიმართა კონფერენცია - „დედამიწა ჩვენი სახლია”, რომლებზეც საკონფერენციო თემები Vlll კლასის მოსწავლეებმა: გ. უშვერიძემ, დ. ონიანმა და ნ. იობიძემ, ასევე  lX კლასის მოსწავლეებმა - ანამარია ნაჭყებიამ და ლიზი ჯანელიძემ წარადგინეს.

კვირეული დააგვირგვინა ინტელექტუალურმა თამაშმა - „რა ,სად, როდის”, რომელშიც Vll-Xl კლასის გუნდები ჩაერთნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი - lX კლასის გუნდმა - „დასი” და მეორე ადგილი  - Vlll კლასის გუნდმა „კოლხამ“ დაიკავა.

კვირეული ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა.მას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის პედაგოგი: ციცონო ჯანელიძე-ონიანი, ბიოლოგიის პედაგოგი - ირინა ახალაძე და გეოგრაფიის პედაგოგი - ვალერი ძოწენიძე.

ქართული ენის დღისამი მიძღვნილ ღონისძიებას ლექსი - „ენავ გრიგალო“ გასდევდა:

შენ, უქარქაშო ხმლების წერას გადაყოლილო,
იალბუზიდან მობუბუნე ისევ მეძახი,
მეფე დავითის სინანულის საგალობელო,
დემეტრეს კალამს აწერინე "შენ ხარ ვენახი."
ბაზალეთის ტბას ჩაძირულო აკვანის ენავ,
შენ, სისხლისა და გორის კვერთხო ხევისბერების,
შენ, წიწამურთან გაყიდულო ოცდაათ ვერცხლად,
ჭირისუფალო "გაუმაძღარ არაგველების".
შენ არაერთხელ გადაურჩი თურქებს, არაბებს,
ბერმა ზოსიმემ გაგინათა წმინდა კანდელი,
შენ უსამშობლო ქართველებიც დაასაფლავე,
ხვიჩას და გოჩას კვნესა იყავ უკანასკნელი.
ენავ, ლაშარზე შემომდგარი ბერი ლუხუმის,
ენავ, მანდილო უსპეტაკეს ქართველ დედისა,
ენავ გამზრდელო ბათუსა და ჰაჯი-უსუბის,
შემწყნარებელო მოღალატე საფარ-ბეგისა.
შენ შთააგონე ამა ქვეყნის კირითხუროებს,
როგორ აეგოთ სვეტიცხოვლის თეთრი კამარა,
შენ ჯვარი იყავ გოლგოთისკენ სატარებელი
და მკლავ მოჭრილმა არსაკიძემ მხრებით გატარა.
მხოლოდ შენ შესძელ დაგენგრია ციხე ქაჯეთის,
შენ ააშენე ნიკორწმინდა, გრემი, ხახული,
შენ იყალთო ხარ, ვარძია ხარ კლდეში ნაკვეთი,
ეს შენ ჩაუდგი არაბ აბოს სული ქართული.
ტყუილად როდი გიწოდებენ ენას ღმერთების,
ვაჟას შვლის ნუკრო მოგეფეროს ენა რომელი,
ირაკლისათვის ხან ფუნჯო და ხან საჭრეთელო,
მხოლოდ შენ ჰანგზე ღიღინებდა ყარაჩოხელი.
რამეთუ მზე ხარ თან რომ აჰყავთ ცაში არწივებს,
მხოლოდ შენ უწყი რასაც ნიშნავს ავი ზმანება,
შენ პაოლო ხარ, სიყვარულს რომ აღარ აცლიდნენ
და თეთრ გედივით რომ ისურვა გარდაცვალება.
იქნება ნათელ მზის და მთვარის მგალობელი ხარ,
გალაქტიონის გრაალი ხარ ლოცვას ჩვეული,
ან იქნებ სულაც ორპირელი ტიციანი ხარ,
მუდამ სისხლისფერ მიხაკებზე შეყვარებული.
ენავ-წყალმკვეთო, ენავ-მეხო, ენავ-ლამაზო,
შენ აპრილი ხარ აყვავებულ ნუშის სადარი,
და ერთი სიტყვით შენ ის დიდი იაკობი ხარ,
სიყვარულით რომ აგიშენა წმინდა ტაძარი.
ახლა, როდესაც სიყვარული შენთვის ციაგობს,
ახლა, როდესაც წვდები ცას და ცის დასალიერს,
ლოცვების ენავ, წირვის ენავ, ენავ გრიგალო,
დალოცვილ იყავ, ქებულ იყავ მრავალჟამიერ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM)

3 აგვისტოს ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის დირექტორი, რომან ჯაიანი etaloni.ge-ს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა

მომავალი წლიდან აბიტურიენტებისთვის განახლდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

სკოლის მასწავლებლები მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

გამოცდები, მათემატიკაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში ჩატარდა

მოსწავლეებმა კონკურსზე წარადგინეს ნამუშევრები თემაზე: „ქალები გმირები“ - რომელსაც ერთვოდა მცირე სახის ესე 

როგორც გიორგიმ აღნიშნა, საოცარი გარემო და სივრცეა მოწყობილი ბანაკის მონაწილეებისათვის

სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთთიერთგაცვლა
საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება