მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს შთააგონებენ, რომ გარემოზე ზრუნვა და მისი მოვლა თითოეული ადამიანის მოვალეობაა. სწორედ ამიტომ, მათი ხელმძღვანელობით, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სკოლაში, Xბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მარიამ ბერიძე) სამოქალაქო განათლებაში (პედაგოგი თეა ხარაზიშვილი) საინტერესო პროექტი წარადგინეს.
მოსწავლეებმა გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ხე, რითაც წვლილი შეიტანეს ბუნების გალამაზებასა და გამწვანებაში.
აქტივობებში ისინი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას დაესწრნენ ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე და სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი მზიური კოჩალიძე.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც