მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება. მათ შორის იყო ბუნებისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართული სხვადასხვა ღონისძიება და ღია გაკვეთილი.
ამჯერად, მესამე კლასის დამრიგებელმა - გალინა კალმიკოვამ ღია გაკვეთილი თემაზე: „ძუძუმწოვრები“ ჩაატარა.
მოსწავლეები ხალისით საუბრობდნენ იმ ძუძუმწოვარ ცხოველებზე რომლებიც მათ ჰყავდათ. ისინი აგრეთვე დიდი ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას წყალში და ხმელეთზე ბინადარ ძუძუმწოვრებზე.
გაკვეთილის შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეებმა პოსტერებზე გადაანაწილეს წყლისა და ხმელეთის ძუძუმწოვრები. გაკვეთილი მეტად სახალისო და საინტერესო გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს