თბილისის N198 საჯარო სკოლა დახმარე სასწავლო რესურსით აღიჭურვა
30-04-2024
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N198 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
ამჯერად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობით, ორგანიზაცია „ქონსორთ ჯორჯიამ“ პოლონეთისა და UNDP-ის ფონდის პროექტის - „არცერთი მოსწავლე კომუნიკაციის და განათლების გარეშე“ ფარგლებში, თბილისის N198 საჯარო სკოლა დახმარე ტექნოლოგიებით აღჭურვა. აღნიშნული რესურსები მეტყველების სირთულეების მქონე ბავშვების კომუნიკაციის პროცესს ხელს შეუწყობს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N198 საჯარო სკოლას ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მეტყველებისა და კომუნიკაციის სირთულეები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათი სოციალური ინკლუზიისთვის მნიშვნელოვანია აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის დაუფლება, გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ და აკადემიური უნარების განვითარებაში.
დამხმარე რესურსების გადაცემამდე სკოლის ექვსი თანამშრომელი „ქონსორთ ჯორჯია“, „ორგანიზაცია ატაბი“ და „მაკ ჯორჯიას“ ორგანიზებულ კონფერენციას და სამდღიან ვორქშოფს ესწრებოდა. მას პოლონეთიდან მოწვეული შემდეგი ექსპერტები ატარებდნენ:
• ნატალია კოცზოროვსკა - სპეციალური განათლების სპეციალისტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი;
• კატარზინა ლუსზაკ - განათლების ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი/დამხმარე ტექნოლოგიების სპეციალისტი.
„დიდი მადლობა ყველა მხარეს, სსსმ მოსწავლეებისათვის საჭირო და ინოვაციური დახმარებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.