მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობამ, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ (შ.გუბელაძე,ელიზა ლიპარტელიანი) და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (ნატო ბენდელიანი) კიდევ ერთი აქტივობა განახორციელეს.
მოსწავლეებმა ისტორიული წყაროებიდან მოიძიეს ინფორმაცია წარსულში არსებული სკოლების კეთილმოწყობაზე, შექმნეს ფოტოკოლაჟი - „სკოლები ისტორიულ წარსულში და ახლა“.
ფოტოკოლაჟში წარმოჩინეს ის განსხვავება, რაც დროის ცვლილებამ გამოიწვია. მათ, ასევე გაიხსენეს აკაკი წერეთლის გიმნაზიაში გატარებული დღეები, თუ როგორ მოქმედებდა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე აღზრდის წესი (აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადაავალი“). ბავშვებმა დაამუშავეს ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, სადაც კარგად ჩანს ჰოლდენ კოლფილდის დამოკიდებულება სკოლებზე.
მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟებზე, დაწერეს სტატია, რომელშიც საკუთარ მოსაზრებები არგუმენტებით გაამყარეს და ნამუშევრები წარუდგინეს აუდიტორიას.
სკოლაში, პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს - ლია ჩიხლაძეს.
აქტივობები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც