მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
პედაგოგ დალი ჯაშის სადამრიგებლო - II კლასისა და მზია თხილაიშვილის სადამრიგებლო - VI კლასის მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილ ფლეშმობში ჩაერთნენ. მათ პოსტერები - „ჯანმრთელი დედამიწა ჩვენი მომავალი კეთილდღეობის საფუძველია“ დაამზადეს და გააჟღერეს პოსტულატები იმის შესახებ, თუ როგორ მოვუაროთ დედამიწას.
გული მესხიძის სადამრიგებლო - IV კლასის მოსწავლეებმა კი იმსჯელეს, როგორ დაეცვათ დედამიწა, როგორია მათი წილი ამ საქმეში?აღნიშნეს, რომ გარემო არ უნდა დაანაგვიანონ და ხეები არ უნდა მოჭრან. მათ დედამიწას უსურვეს, რომ ისეთი ადამიანებით იყოს დასახლებული, რომლებიც ისე გაუფრთხილდებიან მას, როგორც დედა უფრთხილდება შვილს. მათვე ასფალტზე ნახატები შეასრულეს, რომელთა თემაც იყო - „დედამიწა ჩვენი დედაა“.
VI კლასის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. III კლასში კი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მარინა თხილაიშვილმა გაკვეთილი - „დედამიწა ჩემი სახლია“ ჩაატარა. მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, როგორ მოუარონ ბუნებას, ჩაატარეს აქტივობა - „მე დედამიწა ვარ და თქვენ, ადამიანებს, გთხოვთ...“ მათ გააჟღერეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში, ახალ სკოლაში დაბრუნების შემდეგ, სკოლის ეზოში სხვადასხვა ფერის ურნებს დადგამენ.
X კლასის მოსწავლეებმა, მოქალაქეობის მასწავლებლის - მანანა გოგიტიძის ხელმძღვანელობით, ჩაწერეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს ვიდეორგოლი - „ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე“.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს