მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას - Global Action Days 2024, რომლის ფარგლებიც სკოლაში გაიმართა აქტივობა - „კლიმატ-მზაობა ჯანსაღი საკვები“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არის ბოსტანი, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს მოჰყავთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული და მარცვლეული, რომელიც არის ჯანსაღი და ორგანიზმისთვის სასარგებლო.
სკოლაში აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას მცენარეული და დაბალნახშირბადიანი ცილებით მდიდარ პროდუქტებს. ასეთივე პროდუქტია სასკოლო საზოგადოების მიერ წარმოებული ჯეჯილის წვენი, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებით: აძლიერებს იმუნიტეტს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ძლიერი ანტიოქსიდანტია, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ენერგიას ანიჭებს ორგანიზმს, აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობენ მასწავლებლები: ხატია რაზმაძე დ ნინო დევნოზაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება