მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი, აწყობს საინტერესო შეხვედრებს და სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს.
ეკოკლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში“, მათ მორიგი აქტივობა მდგრადი განვითარების მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა) დაუკავშირეს.
მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ვისაც ხელსაქმე კარგად გამოსდის და საკუთარი შემოსავალი უნდა, არ გაუჭირდება საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციოს. მათ აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანს აქვს უნარი რაიმე ღირებული საკუთარი ხელით შექმნას, ამისათვის კი მონდომებაა საჭირო.
ეკოკლუბელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ქეთევან მდინარაძეს მათთვის ქსოვის მასტერკლასის ჩატარება სთხოვეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს ინფორმაცია: ხელსაქმეს საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს. ქსოვა-მქარგველობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ ოჯახებს წესად მოსდევდათ. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რთვა-ჩეჩვა, ქსოვა, ქარგვა ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა. პატარძალს თავისი ნაქსოვი, ხურჯინ-ჯეჯიმები და წინდები ქმრის ოჯახისთვის საჩუქრად მიჰქონდა. ბუნებრივი მატყლის ძაფისაგან საქართველოში უძველესი დროიდანვე იქსოვებოდა: შალის ქსოვილები, ხალიჩები, ფარდაგები, ყაჯარ-ჯეჯიმები; ქსოვდნენ ასევე აბრეშუმისა და ბამბის ძაფისაგან. გარდა ამისა, გავრცელებული იყო სელის ძაფისაგან დამზადებული ქსოვილებიც.
აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი მადლობას უხდის პედაგოგ ქეთინო მდინარაძეს, არაერთ საინტერესო პროექტში ჩართვისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს