მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს ხალისითა და ინტერესით სწავლობენ, რადგან მათი მოტივაციის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
29 აპრილს, ძიმითის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიაში ზოოლოგიური მუზეუმის სტენდი განთავსდა. ეკოკლუბ „ვიტისის“ ორგანიზებით დაიგეგმა შეხვედრა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან (I-IV). ღონისძიებას ესწრებოდნენ მათი დამრიგებლები, ეკოკლუბის წევრები და ხელმძღვანელი.
ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებს სინათლის მიკროსკოპი გააცნო და მწერების სხეულის ნაწილები დაათვალიერებინა.
ეკოკლუბის წევრი, ნატალია ხინთიბიძე, ბავშვებს დინოზავრებისა და სხვა პრეისტორიული ცხოველების შესახებ ესაუბრა. როდის ცხოვრობდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორი ქვეწარმავლები იყვნენ, რით იკვებებოდნენ, რამ გამოიწვია მათი გადაშენება, რატომ ეწოდა მღვიმეს სათაფლია, ვინ იყო პეტრე ჭაბუკიანი და სხვ.
კლუბის წევრებმა მოსწავლეებს აუხსნეს როგორ უნდა დაადგინონ ცხოველის კვების ტიპი კბილების აგებულების საფუძველზე.
აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
ზოოლოგიური მუზეუმი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს იქნება ღია. სტუმრობა გახსნის დღეს უფასო იყო, თუმცა შემდეგ ჯერზე მსურველებს შესვლის სანაცვლოდ მიუსაფარი ლეკვებისათვის საკვების მოტანა მოუწევთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო