მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ.
სწორედ პატრიოტული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული 9 აპრილის ტრაგიკული დღისადმი მიძღვნილი ამაღელვებელი ღონისძიება.
მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებაში საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება პედაგოგ მეგი კუხალაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებელს შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან.
„ყოჩაღ, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს და მათ შესანიშნავ პედაგოგ მეგი კუხალაშვილს, ბედნიერ, მშვიდობიან საქართველოში გეცხოვროთ ქართველ ღირსეულ მომავალ თაობებს“,- ამ სიტყვებით აფასებენ ღონისძიების ავტორისა და მოწაფეების მონდომებას სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები