მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო მოეწყო, რომელიც ანა კალანდაძეს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელი ანა კალანდაძის საიუბილეო წელია, მას 100 წელი შეუსრულდებოდა...
ლიტერატურული საღამო, ალერტკარის საჯარო სკოლის მე-6, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მანანა ჭითანავას ხელმძღვანელობით გამართეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ქართველი პოეტის ბიოგრაფია გააცნეს, ლექსები მხატვრულად წარუდგინეს, პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები ააჟღერეს და აუდიტორიისგან დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ასეთი შთამბეჭდავი საღამოს გამართვა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა ჭითანავას და მუსიკის მასწავლებლის - თინათინ ლაგვილავას დიდი დამსახურებაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები