მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბი „Beam with Books“ აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით უერთდებიან.
ამჯერად, კლუბის წევრებმა, პედაგოგ თამარ ციცვიძის ხელმძღვანელობით, დიდი ქართველის - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ქართული მუხა დარგეს.
„ნიკო ნიკოლაძე - ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო!“ - აღნიშნავენ სკოლაში.
გარემოსდაცვით აქტივობაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ გარემოს გამწვანებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
სკოლაში მუზეუმის დირექტორს თბილი დახვედრისთვის მადლობას უხდიან.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ფანცულაიას - მუზეუმის დირექტორს, ნიკოს და მუზეუმის დიდ ქომაგს, არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი მასპინძლობისთვის ქალბატონ გულიკოს, რომელმაც საოცარი მჭერმეტყველებითა და დიდი ენთუზიაზმით მონუსხა ჩვენი კლუბის მსმენელები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღნიშნული პროექტი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გრძელდება