სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის კითხვის კლუბის წევრებმა ბიბლიოთეკას წიგნი უსახსოვრეს
05-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში კითხვის კლუბი „ატაგენუსი“ აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა აქტივობასა და საგანმანათლებლო ინიციატივას დიდი მონდომებით უერთდებიან.

ამჯერად, კლუბის წევრებმა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკას წიგნი გადასცეს.

აღნიშნული წიგნი გახლავთ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“, რომელსაც ბავშვები კლასში კითხულობდნენ. 

„ეს წიგნი არ გააჩნდა ბიბლიოთეკას, ახლა კი პატარა მკითხველებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ამ ნაწარმოებს და ისიამოვნონ კითხვის პროცესით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება