მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ კონკურსებსა და პროექტებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორისაა სკოლის მე-11ბ კლასის მოსწავლე ლიზი უკლება, რომლის დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე გახლავთ. მოსწავლე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სრულად დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში (On Demand Youth Leadership Program) 3 კვირით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ ბავშვების ცნობიერების ამაღლება მოხალისეობისა და ლიდერობის მიმართულებით.
მე-11 კლასელი ესწრებოდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა და სამუშაო აქტივობებს მდგრადი განვითარების მიზნებისა და პროექტების მართვის შესახებ.
ის, ამავდროულად ესტუმრა ვაშინგტონში არსებულ გამორჩეულ ორგანიზაციებს, როგორიცაა მშვიდობის კორპუსი, ბილ და მილენდა გეიტსების ორგანიზაცია.
„ლიზი მასპინძელ ოჯახთან ერთად აქტიურად ეცნობოდა ქვეყნის კულტურას. მოინახულა თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლის წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“