მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს კითხვას სხვადასხვა საინტერესო აქტივობების მეშვეობით აყვარებენ.
ამჯერად, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში არსებული კლუბის „წიგნის მეგობრები“ I-V კლასის მოსწავლეები, კლუბის ხელმძღვანელი - მარინა გვარამაძე, I - II კლასკომპლექტის - დამრიგებელი - დიანა ლურსმანაშვილი, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს თუ როგორ არის მათ თაროებზე წიგნები განლაგებული.
ბავშვებმა მოინახულეს საბავშვო სივრცე, სადაც განთავსებული იყო საბავშვო საკითხავი წიგნები, უყურეს როგორც ქართულ ანიმაციურ ფილმს ასევე დანიელი მწერლის კრისტიან ანდერსენის ზღაპარის ეკრანიზაციას.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მათ წაუკითხეს სულხან-საბა ორბელიანის იგავები, რაზეც შემდგომ ბავშვებმა იმსჯელეს.
ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“