სიახლეები
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები სპექტაკლს დაესწრნენ
01-05-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, მეშვიდეკლასელები, დამრიგებელ - ნინო ჭანიასთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ - ლიანა საჯაიასთან ერთად, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრნენ. ისინი სპეტაკლს „ჰელადოსს“ დაესწრნენ. 

წარმოდგენამ მოსწავლეებსა და პედაგოგებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თეატრიდან ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

„ერთგულება ადამიანის მნიშვნელოვანი თვისებაა, სამშობლოს ერთგულება და სიყვარული კი ის ფენომენია, რომელიც ყველა ღირებულებაზე მაღლა დგას.
„ჰელადოსი“ - უბრალო, სულისშემძვრელი ნაწარმოებია, რომელიც ეხება ნებისმიერი ადამიანის გულს, დიდი იქნება თუ პატარა და სითბოთი და სიყვარულით გამსჭვალულია, როგორც ნოდარ დუმბაძის მთელი შემოქმედება.
თეატრის სცენაზე ნორჩმა მსახიობებმა გულწრფელად შეასრულეს თავიანთი როლები და დამაჯერებლად მიიტანეს სათქმელი მაყურებლამდე. ეს იყო ემოციური საღამო, ჯადოსნური და ამაღელვებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება