სიახლეები
სკოლები

„რატომ და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი ღონისძიება
01-05-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. დირექტორის - თენგიზ გობაძისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით, სკოლაში არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, თემური ჩიტორელიძის ორგანიზატორობითა და სკოლის დირექტორის - თენგიზ გობაძის მხარდაჭერით, მოსწავლეებმა შემეცნებითი სახის ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიების თემა გახლდათ - „რატომ და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას“

აქტივობაში როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც, აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ. მათ პლაკატები, თემატური ნახატები და პოსტერები დაამზადეს. 

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა,ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან ბუნება. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ რა ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას დედამიწა, ბოლოს კი გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. 

ასეთი ჩართულობისთვის მათ, სკოლაში ძალიან დიდ მადლობას უხდიან.

„ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ და მჯერა, რომ კიდევ მრავალი ასეთი აქტივობა და ჩართულობა იქნება მათი მხრიდან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნული ღონისძიება სკოლაში ყოველ წელს იმართება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM)

3 აგვისტოს ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის დირექტორი, რომან ჯაიანი etaloni.ge-ს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა

მომავალი წლიდან აბიტურიენტებისთვის განახლდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

სკოლის მასწავლებლები მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

გამოცდები, მათემატიკაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში ჩატარდა

მოსწავლეებმა კონკურსზე წარადგინეს ნამუშევრები თემაზე: „ქალები გმირები“ - რომელსაც ერთვოდა მცირე სახის ესე 

როგორც გიორგიმ აღნიშნა, საოცარი გარემო და სივრცეა მოწყობილი ბანაკის მონაწილეებისათვის

სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთთიერთგაცვლა
საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება