მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლაში, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.
„სკოლის I-VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის საგანძურს „დედა ენას“ ლამაზი დღე მიუძღვნეს. მათ, კარგად აქვთ გააზრებული ამ დღის მნიშვნელობა და დაარსების ისტორია და შესაბამისად, ყოველ წელს არ ირღვევა ტრადიცია - სასკოლო საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ამ დღის აღნიშვნის მიზნით სასკოლო ღონისძიებასა და აქტივობებში“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის - ევა მარჯანიძის და დაწყებითების მასწავლებლების, თინათინ თვაურისა და ნინო მერებაშვილის ხელმძღვანელობით წაიკითხეს მ. ლებანიძის, მ. მაჭავარიანის, ი. აბაშიძის ლექსები.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის პედაგოგი მარინა სიხუაშვილი. მისი აკომპანიმენტით შესრულდა ისეთი სიმღერები, როგორიცაა: „ქართულო ენავ“, „პირველი მასწავლებელი“, „სალაღობო“.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს და მაღგან მიიღეს თბილი, დადებითი ემოციები.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM)
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
სკოლის მასწავლებლები მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“