მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს პანსიონურ და საგანმანათლებლო მომსახურებას, 2023-2024 სასწავლო წელს ოფიციალურად ჩაერთო eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში, რათა მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების ახალი შესაძლებლობები შეეთავაზებინა.
eTwinning პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება. აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა, ხელს უწყობს საგანმანათლებლო პარტნიორობასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. ერთი-ერთი პრიორიტეტული თემა გარემოს დაცვაა, სწორედ ამ მიზნით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ბიოლოგიის მასწავლებლის მანანა ჟორჟოლიანის ინიციატივით, განხორციელდა eTwinning-ის პარტნიორული პროექტი - „Eco detectives“.
პროექტში ჩართული იყო ქართველი, თურქი და რუმინელი მასწავლებლები. მოსწავლეებს ასისტირებას უწევდნენ ჟესტური ენის თარჯიმნები - თამარ ფხაკაძე და ნინო გვილავა. პროექტის პრაქტიკულ აქტივობებში აქტიურად იყო ჩართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნატალია გორდაძე.
პროექტის მიზნები გახლდათ:
პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
„eTwinning საერთაშორისო პროექტში სსსმ მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილება:
პრაქტიკული მუშაობისას მათ უფრო ღრმად გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და მდგრადი განვითარება;
თითოეულმა მოსწავლემ გააცნობიერა საკუთარი როლი და მნიშვნელობა გლობალური პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ასე მივულოცეთ მე და ჩემი პატარა თეატრის მსახიობებმა ერთმანეთს ქართული თეატრის დღე“