სიახლეები
სიახლეები

რა ფერის და როგორი უნდა იყოს საბანკეტო კაბა - 2024 წლის ტენდენციებზე დიზაინერი გვესაუბრა
27-05-2024
-
+


მე-12 კლასელებისთვის სასკოლო ცხოვრება დასრულდა, ტრადიციულად, ბევრი სკოლის დამთავრებას საზეიმოდ, ბანკეტებით აღნიშნავენ. ახალგაზრდები უკვე ზრუნავენ საღამოს კაბებზე, არჩევენ დიზაინს, იკერავენ და მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან. რა ტენდენციებია წელს, რა ფერებია აქტუალური, რა ტიპის კაბებს იკერავენ გოგონები და რა მოთხოვნებია წინა წლებისგან განსხვავებით - ამ საკითხებზე დიზაინერი სალომე ბოხუა თავის გამოცდილებას გვიზიარებს. 

- საბანკეტო კაბაზე მუშაობა საპასუხისმგებლოა, რადგან ბავშვები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და ცდილობენ ამ დღეს გამორჩეულები იყვნენ, განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ცდილობენ შეიკერონ ტანისამოსი, რომელიც არაა ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი, რაც ხაზს გაუსვამს მათ ინდივიდუალიზმს. კაბის არჩევა საკმაოდ შემოქმედებითი პროცესია, სტილი, ფერი, ფაქტურა, სილუეტი ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან. ამ დროს მთავარია დიზაინერის და მომხმარებლის აზრები ემთხვეოდეს ერთმანეთს. ძირითადი მოთხოვნა არის კორსეტზე, რადგან კორსეტის შიდა ტექნოლოგიური დამუშავება საშუალებას გვაძლევს ქალის სხეული, კონკრეტულად წელი უფრო გამოვკვეთოთ.

- ძირითადად, როგორი სტილის კაბებზეა მოთხოვნა?

- შარშანდელთან შედარებით შლეიფი დამოკლდა ცდილობენ განსხვავებულთან ერთად კომფორტულიც იყოს. დიზაინთან ერთად უმთავრესია ფერი და ნაჭრის ფაქტურა შეესაბამებოდეს არჩეულ მოდელს. წელს არჩევანი პასტელურ ფერებზე შეჩერდა, ღია ვარდისფერ ტონალობებში. როგორც წელს, შარშანაც, როგორც შავი ასევე თეთრი ფერიც აქტუალურია. ელექტრიკ ფერებზე არაა მოთხოვნა. რაც შეეხება ნაჭერს ძირითადად არჩევანს აბრეშუმზე აკეთებენ. საბანკეტო ტანისამოსზე მოთხოვნა ძირითადად გოგონებისგან მოდის. ვფიქრობ, სხვა წლებთან შედარებით ცდილობენ სადა, მინიმალისტურზე გააკეთონ არჩევანი და ასევე პრაქტიკულზე

- თქვენი გამოცდილებით, რა იყო ყველაზე უცნაური, რაც შეგიკერავთ?

- საბანკეტოზე უცნაურს ტანისამოსს ვერ გამოვარჩევდი, თუმცა მყავს რამოდენიმე მომხმარებელი რომელიც ექსპერიმენტებს არ უშინდება და ნაჭრის გარდა სხვადასხვა ფაქტურაც შეგვაქვს ტანსაცმელში. ვიტყვი, რომ თითოეულთან ურთიერთობა საინტერესო პროცესია. დიდი გამოწვევაა ჩემთვის ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობა, რადგან ყველას განსხვავებული სხეულის პროპორციები აქვს, ეს უკვე გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება