მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ინგლისური ენის კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მუდამ ხალისითა და ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, ისეთი სახალისო აქტივობები ჩატარდა, როგორებიცაა პერონაჟების გაცოცხლება (როლური თამაში), „მის აგატას გამოძიება“, „კონკია“, კომენტატორი (ვიდეო თამაშები), აგატა კრისტის ბიოგრაფიის პრეზენტაცია, სიმღერა „კლემენტინზე“.
მოსწავლეებმა შესანიშნავად იმუშავეს, როლები სურვილისამებრ დაინაწილეს და პერსონაჟის როლი მოირგეს. მათ ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიაზე, წიგნებზე და საყვარელ ეპიზოდზე, რომელიც ელექტრონულ საპრეზენტაციო ფორმატში მოამზადეს. გარდა ამისა, პოსტერები დაამზადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჟესტიკულაცია და მიმიკა როლურ თამაშში ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც მოსწავლეებს ნამდვილად არ გასჭირვებიათ. აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის კლუბის კურატორი თამილა დუმბაძე გახლავთ.
„ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ფონეტიკის და სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) დახვეწას, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეებს გაუღრმავდათ ინტერესი უცხო ენისადმი და აუმაღლდათ მოტივაცია“,- აღნიშნავს კლუბის კურატორი თამილა დუმბაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო